რუბენ ამორიმი
Aa
Aa

„ვიცი რასაც ვაკეთებ“ - ამორიმი დროს ითხოვს

რუბენ ამორიმის ხელმძღვანელობით „მანჩესტერი“ ევროპა ლიგის ფინალში ისე გავიდა, რომ ერთი მარცხიც არ განუცდია, რაც არამხოლოდ ამ ტურნირზე, არამედ ჩემპიონთა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე მიმდინარე სეზონში არც ერთ კლუბს არ გაუკეთებია. მიუხედავად ამისა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს „იუნაიტედის“ ასპარეზობა ინგლისის პრემიერ ლიგაში, სადაც გუშინ სტუმრად „ჩელსისთან“ (0:1) დამარცხების შემდეგ, „მანკუნიანელები“ მეთექვსმეტე ადგილამდე დაეშვნენ. ბუნებრივია, პორტუგალიელის მისამართით საყვედურები სულ უფრო იმატებს, მაგრამ ამორიმი სიმშვიდეს ინარჩუნებს და თავს სხვადასხვა მაგალითების მოყვანით იმართლებს.

რუბენ ამორიმი

თითოეულ სეზონს თავისი ისტორია აქვს და ინგლისის პრემიერ ლიგას სხვადასხვა შემთხვევები ახსოვს. „ბლექბერნი“ ლამის გავარდა, მომდევნო წელს კი ჩემპიონი გახდა. სატურნირო ცხრილის აუტსაიდერი იყო „ლესტერი“ და შემდეგ სეზონში პრემიერ ლიგა მოიგო. „ნოტინგემი“ შარშან დარჩენისთვის იბრძოდა, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის აცხადებს პრეტენზიას. ამიტომ გეუბნებით, მაცადეთ, ვიცი რასაც ვაკეთებ და შედეგი აუცილებლად მოვა.

გარედან ამის დანახვა რთულია, მაგრამ მერწმუნეთ - როგორც კლუბში, ასევე „ქერინგტონის“ საწვრთნელ ბაზაზე ყველაფერი ძირეულად იცვლება. ვამჩნევ სასიკეთო ძვრებს, ხელმძღვანელებიც ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ და წარმატების მისაღწევად ხანდახან არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაც გვიწევს, მაგრამ ეს ჩვენი საქმის შემადგენელი ნაწილია.

რუბენ ამორიმი „მანჩესტერ იუნაიტედს“ სათავეში 2024 წლის 11 ნოემბერს ჩაუდგა და მას შემდეგ მისი ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე ჩატარებული 40 მატჩიდან გუნდმა 15 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა და 15 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფინალს თუ წავაგებთ, ნამდვილი ტრაგედია მოხდება“ - როი კინი იუნაიტედის მდგომარეობაზე
„ფინალს თუ წავაგებთ, ნამდვილი ტრაგედია მოხდება“ - როი კინი იუნაიტედის მდგომარეობაზე