ენცო მარესკა
Aa
Aa

ჩელსი მარესკას გაშვებას არ აპირებს

ლონდონის „ჩელსი“ არ აპირებს ენცო მარესკა დაითხოვოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება. ამის შესახებ Telegraph-ი წერს.

„არისტოკრატები“ სატურნირო ცხრილში 63 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ. ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისის ჩემპიონატის პირველ 5 ადგილზე გასული გუნდები ხვდებიან.

როგორც გამოცემა წერს, ტურნირზე ვერ მოხვედრა „ჩელსიში“ აღქმული იქნება უფრო იმედგაცრუებად და არა კრიზისად, რაც რადიკალურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

კლუბში იციან, რომ მარესკას მიმართ ინტერესს იჩენენ როგორც ინგლისში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში, თუმცა მისი შეცვლილის გეგმა ამჯერად არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ 45 წლის იტალიელმა სპეციალისტმა „ჩელსი“ გასული წლის ივნისში ჩაიბარა. ამ პოსტზე მან მაურისიო პოჩეტინო შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შანსი არ არის, რომ პირველი მეკარე იყოს“ - რობინსონმა მამარდაშვილზე ისაუბრა
„შანსი არ არის, რომ პირველი მეკარე იყოს“ - რობინსონმა მამარდაშვილზე ისაუბრა