ESPN: ლებრონ ჯეიმსი შესაძლოა
Aa
Aa

ESPN: ლებრონ ჯეიმსი შესაძლოა "გოლდენ სტეიტში" გადავიდეს

ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "კლივლენდის" ლიდერი და მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი "გოლდენ სტეიტში" გადასვლის ვარიანტს განიხილავს.

"მეფემ" შესაძლოა კონტრაქტში არსებული მოთამაშის პუნქტი გამოიყენოს და "კლივლენდში" ბოლო სეზონის ჩატარებაზე უარი განაცხადოს.

როგორც წყარო ამტკიცებს, ჯეიმსი "უორიორსის" ქმედებას ელოდება. კონკრეტულად, თუ "მეომრები" სეზონის ბოლოს სახელფასო ბიუჯეტს გამოათავისუფლებენ, ასეთ შემთხვევაში საკმაოდ დიდი იქნება იმის ალბათობა, რომ სენსაცია შედგეს და ჯეიმსი "გოლდენ სტეიტში" გადავიდეს.

პრესა, მოლაპარაკებების დაწყებას 2018 წლის სეზონის დასრულებამდე ვარაუდობს.

თუ, ასეთი რამ მართლაც მოხდა, ამ შემთხვევაში სტივ კერის გუნდს რამდენიმე მოთამაშე დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები