დეკლან რაისი
Aa
Aa

„ისტორიული საღამო გველის. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ“ - დეკლან რაისი

„არსენალის“ ნახევარმცველმა, დეკლან რაისმა „პარი სენ-ჟერმენთან“ საპასუხო მატჩზე ისაუბრა, რომელშიც „მეთოფეები“ პირველ მატჩში მინიმალური ანგარიშით მარცხის გამოსწორებას შეეცდებიან.

დეკლან რაისი:

„ვფიქრობ, პირველ მატჩში სწრაფმა გოლმა შოკში ჩაგვაგდო, თუმცა 15-20 წუთის შემდეგ თამაშში ჩავერთეთ. როგორც კი ბურთი დავიჭირეთ, სახიფათო მომენტებიც შევქმენით - დონარუმას რამდენიმე შესანიშნავი მოგერიება ჰქონდა. ამის შემდეგ საკუთარი ძალების ვირწმუნეთ. მეორე ტაიმში მათ პატარა გამონათება ჰქონდათ, როდესაც ბურთი ხარიხას გაარტყეს, მაგრამ რამდენიმე მომენტი ჩვენც გვქონდა.

ვფიქრობ, საპასუხო მატჩში შესანიშნავი სანახაობა გველის. პოზიტიურად ვართ განწყობილები და მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენთვნის განსაკუთრებული საღამო იქნება.

„არსენალისთვის“ არაფერი შეცვლილა: წინ არის 90 წუთი ფინალში მოსახვედრად. მწვრთნელმა გვითხრა, რა უნდა გავაკეთოთ. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, თუმცა განსაკუთრებულ ზეწოლას არ ვგრძნობთ. ისეთივე ატმოსფერო იქნება, როგორიც მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ იყო. მარტივი არ იქნება, მაგრამ უნდა დავამტკიცოთ, რომ ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად ვართ“.

ცნობისთვის, ერთი კვირის წინ გამართულ პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში პსჟ-მა „არსენალს“ ლონდონში 1:0 მოუგო - ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას პასით უსმან დემბელემ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას გზა დიდებისკენ“ | რას წერს Il Mattino ქართველ ფეხბურთელზე
„კვარაცხელიას გზა დიდებისკენ“ | რას წერს Il Mattino ქართველ ფეხბურთელზე