ობამეიანგი: "ბედნიერი ვარ, რომ ანრის გზაზე მოვხვდი"
პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „არსენალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სურს „მეთოფეებისთვის“ იმავე მასშტაბის ფეხბურთელი გახდეს, როგორიც ტიერი ანრი იყო.
„ამ კლუბს დიდი ისტორია აქვს და მისი ფორმით ისეთ დიდ ფეხბურთელებს უთამაშიათ, როგორიც მაგალითად ტიერი ანრია.
ის ჩვენთვის სამაგალითო თავდამსხმელიად და ბედნიერი ვარ, რომ მის გავლილ გზაზე მოვხვდი.
მე სწრაფი ფეხბურთელი ვარ და გოლები გამაქვს, რითაც გარკვეულწილად ანრის ვგავარ, თუმცა ვიტყოდი, რომ საკუთარ თავზე სამუშაო ძალიან ბევრი მაქვს“.
„არსენალმა“ 28 წლის გაბონელი შემტევის ტრანსფერში 65 მილიონი ევრო გადაიხადა. იგი „დორტმუნდის ბორუსიაში“ 2013 წლიდან თამაშობდა.