იოზილი რჩება და ყველაზე მაღალანაზღაურებადიც ხდება
Bild-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალის" გერმანელი შემტევი მესუთ იოზილი გუნდში რჩება და კონტრაქტსაც გაახანგრძლივებს.
იოზილის გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა პიერ ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერმა, რომლის გაოფიციალურების შემდეგაც მესუთმა დარჩენა გადაწყვიტა.
როგორც მოგეხსენებათ, გერმანელ ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გაახანგრძლივებს.
ბრიტანული პრესის ვარაუდით, იოზილი გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იქნება და მისი ყოველკვირეული გასამრჯელო 400 ათასი ფუნტი იქნება.
მუნდიალის დასრულების შემდეგ იოზილი ცოლის მოყვანასაც გეგმავს. მისი რჩეული, თურქი მსახიობი ამინ გულშენი გახლავთ.