„ჯერ ნიჭის 10%-იც არ გამოუვლენია“ - იამალის მამა ლამინის შესახებ
ლამინ იამალის მამა თავისი შვილის მიმართ არსებულ ჭარბ ყურადღებაზე და რიგ მომენტებში გადამეტებულ აგრესიაზე, უსამართლო მიდგომებზე საუბრობს და ლამინის ასაკს უსვამს ხაზს.
„ის არა მხოლოდ ბარსელონას, არამედ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელია, ის ორივე გუნდისთვის იბრძვის. გაუმარჯოს ბარსელონას, გაუმარჯოს ესპანეთს!
ჩვენ უნდა გვიხაროდეს 17 წლის ბიჭის ამბავი, რომელმაც ბარსელონაში უკვე 100 თამაში ჩაატარა, ყველამ უნდა ვიამაყოთ მისით და არ ვიკამათოთ, თუ რომელ გუნდში თამაშობს.
ძალიან ცუდად ვარ იმის გამო, რომ ხალხი მასზე ცუდად საუბრობს. ისინი, ვინც ბარსელონას უჭერენ მხარს, არაფერს ამბობენ მადრიდის რეალის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, თუმცა ლამინზე ისე საუბრობენ, თითქოს ის ზრდასრული გამოცდილი ფეხბურთელი იყოს, ამ დროს იგი მხოლოდ 17 წლის არის.
ის ხუთი წლიდან მუშაობს, მას ვერავინ შეაჩერებს. ჩვენ არ გვინახავს იმის 10%-იც კი, რისი ჩვენებაც შეუძლია, გარწმუნებთ ეს ასეა",
- ციტირებს მუნირ ნასრაუის სიტყვებს El Chiringuito TV.