ბრუნო ფერნანდეში
Aa
Aa

მანჩესტერის წარმატებული სერია გრძელდება | წითელმა ეშმაკებმა ბილბაოს 3:0 მოუგეს

ევროპა ლიგის ნახევარფინალში, „მანჩესტერ იუნიატედის“ მეტოქე „ბილბაო“ გახლავთ. პირველი შეხვედრა ბასკთა საშინაო არენაზე გაიმართა და „წითელმა ეშმაკებმა“ ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს.

რუბენ ამორიმის გუნდმა 3:0 იმარჯვა და ფინალისტის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა. მატჩის 30-ე წუთზე, ანგარიში კაზემირომ გახსნა. 35-ე წუთზე, ვივიანმა წითელი ბარათი მიიღო, „ბილბაოს“ კარისკენ კი პენალტი დაინიშნა, რომელიც ბრუნო ფერნანდეშმა გამოიყენა, 8 წუთში კი პორტუგალიელმა დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ერთადერი გუნდია, რომელსაც ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია. გარდა ამისა, „წითელმა ეშმაკებმა“ 2025 წელს, ევროპა ლიგაზე უფრო მეტი გოლი გაიტანეს, ვიდრე პრემიერ ლიგაში. და ბოლოს, ბრუნო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპა ლიგაზე მინიმუმ 30 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.

ცნობისთვის, მეორე ნახევარფინალში „ტოტენჰემი“ „ბოდო გლიმტს“ დაუპირისპირდა და 3:1 იმარჯვა. შესაბამისად, დიდი შანსია, პრემიერ ლიგური ფინალი ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„განსაკუთრებული ფეხბურთელია“ | არსენალთან დაახლოებული ჟურნალისტი კვარას აქებს
„განსაკუთრებული ფეხბურთელია“ | არსენალთან დაახლოებული ჟურნალისტი კვარას აქებს