კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი თქვა | Marca

კარალო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების თავკაცობას არ დათანხმდა. ამის შესახებ Marca წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა თავის გადაწყვეტილების შესახებ ბრაზილიის კონფედერაციის პრეზიდენტს, ედნალდო როდრიგესს პირადად აცნობა.

წყარო იუწყება, რომ იტალიელი სპეციალისტი ერთ-ერთი არაბული კლუბის წინადადებას განიხილავს, რომელიც მას წელიწადში 50 მილიონ ევროს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ „პაპა კარლო“ „რეალს“ 2021 წლიდან წვრთნის. ის ესპანურ გუნდს 2013-დან 2015 წლამდეც ავარჯიშებდა.

ანჩელოტის ხელმძღვანელობით, სამეფო გუნდი ესპანეთის ჩემპიონი 2-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 3-ჯერ გახდა. 65 წლის სპეციალისტს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეტევაშიც და დაცვაშიც მებრძოლია, ეს მის ბუნებაშია“ - ფილიპ ლამი კვარას თვისებებს განიხილავს
„შეტევაშიც და დაცვაშიც მებრძოლია, ეს მის ბუნებაშია“ - ფილიპ ლამი კვარას თვისებებს განიხილავს