ზამთრის 10 ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი
Aa
Aa

ზამთრის 10 ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მხოლოდ 1 დღე რჩება და კლუბები მაქსიმალურად სწრაფად ცდილობენ, რომ სასურველი მოთამაშეები დაიმატონ.

2018 წლის იანვარი ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი ზამთრის სატრანსფერო ჯანჯარა გამოდგა. ამის მიზეზი "ბარსელონაში" ფელპე კოუტინიოს 160 მილიონიანი ტრანსფერი გახლავთ.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ზამთრის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.

გრანდებმა არაერთი ხმაურიანი გარიგება დადეს. ჩვენ კი გთავაზობთ 10 ყველაზე გამორჩეულ მათგანს.

***

ვირჯილ ვან დეიკი - "საუთჰემპტონიდან" "ლივერპულში - 75 მილიონი ფუნტი

***

იერი მინა - "პალმეირასიდან" "ბარსელონაში" - 11,8 მილიონი ევრო

***

თეო უოლკოტი - "არსენალიდან" "ევერტონში" - 20 მილიონი ფუნტი

***

როს ბარკლი - "ევერტონიდან" "ჩელსიში" - 15 მილიონი ფუნტი

***

რაფინია ალკანტარა - "ბარსელონადან" "ინტერში" - 6 თვიანი იჯარა, 35 მილიონიანი გამოსყიდვის უფლებით

***

ჰენრიხ მხითარიანი - "მანჩესტერიდან" "არსენალში" - გაცვლა ალექსის სანჩესში

***

ალექსის სანჩესი - "არსენალიდან" "მანჩესტერში" - გაცვლა ჰენრიხ მხითარიანში

***

დანიელ სტარიჯი - "ლივერპულიდან" "ვესტ ბრომვიჩში" - განათხოვრებულია სეზონის ბოლომდე

***

აიმერიკ ლაპორტი - "ბილბაოდან" "მანჩესტერ სიტიში" - 65 მილიონი ევრო

***

ფელიპე კოუტინიო - "ლივერპულიდან" "ბარსელონაში" - 160 მილიონი ევრო

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 დღე რჩება და პრესა რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას ელოდება.

უკვე გადაწყვეტილია, რომ "არსენალი" "დორტმუნდიდან" ობამეიანგს შეიძენს და ჟირუს "ჩელსიში" გაუშვებს.

ასევე გადაწყვეტილია, რომ ლუკას მოურა "ტოტენჰემში" ითამაშებს, თუმცა ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. ფეხბურთელი უკვე ლონდონში იმყოფება.

რა თქმა უნდა, ყველა მოუთმენლად ელოდება მაურო იკარდის მადრიდის "რეალში" გადასვლას...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები