გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

მეკარემ მაგარი ბურთი აუღო | ქოჩორაშვილის კარგი მატჩი და დასანანი მარცხი

ლა ლიგა 2-ის 37-ე ტურში „ოვიედომ’’ უშუალო კონკურენტს, „ლევანტეს’’ 1:0 მოუგო. ანგარიში 27-ე წუთზე იგნასი მიკელის ავტოგოლით გაიხსნა და მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს მეორე ტაიმში დიდი უპირატესობა ჰქონდათ, ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

„ლევანტეს“ სასტარტო 11-ეულში გიორგი ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. 25 წლის ნახევარმცველი შეტევების გამწვავებას ცდილობდა. მატჩის მიწურულს გოლის გატანასთან და თამაშის გადარჩენასთან ახლოს იყო, თუმცა მეკარემ ბრწყინვალე დარტყმა მოიგერია.

32-ე წუთზე ქოჩორაშვილი მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელში შესვლას ცდილობდა, რისკიანი და თამამი გადაწყვეტილება იყო, მცდელობა წარმატებული იყო, თუმცა მისი თანაგუნდელი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

მსგავსი სახის თამამი გადაწყვეტილება მეორე ტაიმშიც მიიღო, როცა ბურთი თანაგუნდელთან გაითამაშა და შემდეგ ორთაბრძოლისას წაიქცა, თუმცა მსაჯმა თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა. აღნიშნულ ორ შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელის მიზანი დაცვის ხაზის გარღვევა იყო.

მატჩის მიწურულს ქოჩორაშვილს მატჩის გადარჩენა შეეძლო, თუმცა მისი შესანიშნავი დარტყმა მეკარემ მოიგერია.

ქოჩორაშვილის ბრწყინვალე დარტყმა

 

ამ მომენტში „ელჩე’’ პირველზეა, „ლევანტე’’ 2 ქულით ჩამორჩება და წიტაიშვილის „გრანადა’’ მე-6 ადგილს იკავებს, თუმცა შესაძლოა „ლევანტეს’’ „რასინგი’’ ქულებით გაუთანაბრდეს და „უესკამ’’ „გრანადას’’ გაუსწროს, თუ მიმდინარე ტურში თავიანთ მატჩებს მოიგებენ.

ლა ლიგა 2-ში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ აღზევდებიან, 2-6 ადგილზე გასული გუნდები ფლეი-ოფში ითამაშებენ.

ლა ლიგა 2-ის მომდევნო ტურში, 4 მაისს „ლევანტე'' აუტსაიდერ „ტენერიფეს'' მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტექნიკურად ძველმოდური, მაგრამ სუფთა და ოსტატური“ - L’Equipe კვარაზე
„ტექნიკურად ძველმოდური, მაგრამ სუფთა და ოსტატური“ - L’Equipe კვარაზე