კარატისტების ტრიუმფი - ქართველებმა ევროპის ჩემპიონატზე 8 მედალი მოიპოვეს
Aa
Aa

კარატისტების ტრიუმფი - ქართველებმა ევროპის ჩემპიონატზე 8 მედალი მოიპოვეს

ლიეტუვის ქალაქ კლაიპედაში გამართული კონტაქტური კარატეს ევროპის 16-წლამდე ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნის დელეგაციამ ტრიუმფით დაასრულა. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სახელით საერთო ჯამში 15 სპორტსმენმა იასპარეზა და რვა მათგანმა პრესტიჟული შეჯიბრება მედლით დაასრულა. ქართველმა კარატისტებმა ევროპირველობაზე 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და პირველად ისტორიაში პირად-გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონატი ლიდერის რანგში დაასრულეს.

საუკეთესო შედეგი ედუარდ ზადურიანმა, მალხაზ ქაჯაიამ და ამირან ტატულიშვილმა აჩვენეს, რომლებიც შესაბამისად, 50, 65 და 75 კილოგრამ წონით კატეგორიებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. 65 კილოგრამში სულაც ქართული ფინალი შედგა და ქაჯაიამ ედგარ აბგარიანს მოუგო. კიდევ ერთი ვერცხლის მედალი კი საქართველოს 70 კილოგრამში გიორგი ვაჩნაძემ მოუტანა. რაც შეეხება ბრინჯაოს პრიზიორებს, საპრიზო მესამე ადგილი ლუკა ჭაჭიაშვილმა (50 კგ), გიორგი ბარნაველმა (55 კგ) და ვაჟა შერმაზანაშვილმა (+75 კგ) დაიკავეს.

დღეს უკვე ტურნირი 21-წლამდე კარატისტებს შორის გაიმართება, სადაც საქართველოს სახელით საერთო ჯამში 5 სპორტსმენი იასპარეზებს.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოთხი მედალი და გუნდური პირველი ადგილი - ქართველი კარატისტების წარმატება
ოთხი მედალი და გუნდური პირველი ადგილი - ქართველი კარატისტების წარმატება