მატეუ ლაოსი
Aa
Aa

მატეუ ლაოსი: VAR-ი კარგია, მაგრამ 2018 წლიდან არაფერი შეცვლილა და ეს სახიფათოა

FIFA-ს ყოფილმა არბიტრმა, ესპანელმა ანტონიო მატეუ ლაოსმა VAR-ის სისტემის ხარვეზებზე ისაუბრა.

„VAR-ი შესანიშნავი ინსტრუმენტია, მაგრამ მისი გამოყენების თვალსაზრისით ძალიან საშიშია. ღირს იმის გათვალისწინება, თუ როგორ მოქმედებს VAR-ი მოთამაშეების ემოციებზე. წარმოიდგინეთ თქვენი თავი ამ სიტუაციაში - გადის გოლი, მსაჯები აფიქსირებენ თამაშგარე მდგომარეობას და ორი წუთი ავლებენ ხაზს და ამაშიც კი ზოგჯერ შეცდომებს უშვებენ.

2018 წლიდან დღემდე, არბიტრთა სისტემა უცვლელი რჩება. რატომ არ შეუერთდა არც ერთი ახალი სახე VAR-ს ამ ხნის განმავლობაში? VAR-ი ცვლის ფეხბურთს. VAR-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ინსტრუქტორების ყოლა.

თუ ვსაუბრობთ ხულიან ალვარესის პენალტზე, როგორ შეიძლება, რომ ის, ვინც პროტოკოლს უნდა მოაწეროს ხელი და უზრუნველყოს მეოთხედფინალში გასვლა, ერთადერთია, ვისაც ბურთთან ალვარესის ორმაგი შეხება არ უნახავს?

თუ ვინმე თქვენნაირს არ ესმის სამსაჯო სისტემის მდგომარეობა, მაშინ ეს აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ ის უნდა შეიცვალოს. ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული",

- თქვა ლა ლიგის ყოფილმა არბიტრმა იკერ კასილიასის პოდკასტში საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაძაბულობა გასახდელში | ლიონის ფეხბურთელები ფონსეკათი უკმაყოფილო არიან
დაძაბულობა გასახდელში | ლიონის ფეხბურთელები ფონსეკათი უკმაყოფილო არიან