Aa
Aa

"რეალიც" იგივე თანხას გვთავაზობდა, თუმცა მბაპეს "პსჟ"-ში გადასვლა უნდოდა"

ფრანგული „მონაკოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა, ერთ-ერთი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში, კილიან მბაპეს ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

ვასილიევის განცხადებით, „მონეგასკებმა“ მადრიდის „რეალისგანაც“ იგივე სახის შეთავაზება მიიღეს, როგორიც „პსჟ“-სგან, თუმცა კლუბმა ფეხბურთელის სურვილს პატივი სცა და იგი პარიზულ გრანდში გაუშვა.

იწერებოდა იმაზე, თითქოს მბაპეს „რეალში“ გადასვლა სურდა, თუმცა ასე არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენის“ რიგებში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით თამაშობს, ზაფხულში კი მას კლუბი 180 მილიონ ევროს გამოისყიდის.

მბაპეს გარშემო კარგი ამბავი ისაა, რომ მან ვარჯიში განაახლა და დიდი შანსია, „პსჟ“-ს 14 თებერვალს „რეალთან“ გასამართ „ჩემპიონთა ლიგის“ პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში დაეხმაროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები