რონალდუს შეძენა პრემიერლიგის კიდევ ერთ გრანდს სურს
Aa
Aa

რონალდუს შეძენა პრემიერლიგის კიდევ ერთ გრანდს სურს

The Sun-ის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდუ სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის "რეალს" დატოვებს და დიდია იმის შანსი, რომ პორტუგალიელმა კარიერა ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელოს.

წყაროს მტკიცებით, მას შემდეგ რაც "მანჩესტერმა" ალექსის სანჩესი შეიძინა და 7 ნომრიანი მაისურიც გადასცა, რონალდუს "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების შანსები მიზერულია.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დიდი ალბათობით "ჩელსიში" თავის ბოლო სეზონს ატარებს ედენ აზარი, რომელსაც "რეალში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

მოხდება თუ არა "რეალსა" და "ჩელსის" შორის ბარტერი, ან რაიმე სახის ურთიერთობა, ამას დრო გვიჩვენებს.

რონალდუს კი ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს - "ჩელსი" და "პსჟ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები