„ჩენდლერსა და პედის შორის გამარჯვებული შესაძლოა, ილიას პირველი მეტოქეც იყოს“ - UFC-ის ლეგენდა
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჩეილ სონენმა მსუბუქ წონაში მაიკლ ჩენდლერისა და პედი პიმბლეტის ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ დუელში გამარჯვებული შესაძლოა, ამ წონაში ილია თოფურიას პირველი მეტოქე იყოს.
რას ამბობს სონენი:
„არ მგონია, რომ ეს ბრძოლა ჩემპიონობის პირველ კონტენდერს ავლენდეს. ვფიქრობ, დიდი შანსია იმის, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებული მსუბუქ წონაში ილია თოფურიას პირველი მეტოქეც იყოს, მაგრამ მჯერა, რომ პედის მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლამდე ორი გამარჯვება აშორებს. ეს მხოლოდ მის დამსახურებაზე არაა, ამის ნახვა ხალხსაც მოუნდება. პედი ორი გამარჯვებით საჩემპიონო ბრძოლას რეიტინგითაც დაიმსახურებს და ამას მხარს გულშემატკივრებიც დაუჭერენ - იტყვიან, რომ ეს მისი დარტყმაა“.
„რაც შეეხება ჩენდლერს, მან უნდა შეწყვიტოს პროგნოზებზე ლაპარაკი. მაიკლმა ბოლო ბრძოლები გეიჯისთან, პორიესთან და ოლივეირასთან წააგო და პედისთანაც დამარცხების შემთხვევაში, საბოლოოდ უნდა გაჩუმდეს“.
შეგახსენებთ, რომ მაიკლ ჩენდლერისა და პედი პიმბლეტის ბრძოლა მიმდინარე კვირის უქმეებზე, UFC 314-ზე გაიმართება. ამავე ღონისძიებაზე ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობისთვის ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი იბრძოლებენ.