ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ხმის მიცემა დაიწყო - ზურიკო თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის

„სენტ-ეტიენის“ ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძვის.

ქართველმა ფეხბურთელმა თებერვალში 4 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. მისი კონკურენტები კი „ტრუას“ ცენტრფორვარდი თაუფიკ ბენთაიები (4 გოლი 4 მატჩში) და „კლერმონის“ თავდამსხმელი ფამარა დიედიუ (7 გოლი 4 მატჩში) არიან. ხმის მიცემა ბმულზე გადასვლის შემდეგ არის შესაძლებელი.

აქვე გეტყვით, რომ ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშებაში ზურიკოს ანგარიშზე 11 გოლი და 3 საგოლე პასია. მომდევნო მატჩს „სენტ-ეტიენი“ 14 მარტს სტუმრად „გრენობლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო კლასის მოგერიებები ჰქონდა - ბრიტანული პრესა მამარდაზე
მსოფლიო კლასის მოგერიებები ჰქონდა - ბრიტანული პრესა მამარდაზე