ლუისი რჩება, რადგან ფიქრობს, რომ კონტეს გაუშვებენ
Daily Star-ის ინფორმაციით, დავიდ ლუისი "ჩელსის" დატოვებას აღარ გეგმავს, რადგან ის ფიქრობს, რომ სეზონის ბოლოს ანტონიო კონტეს გუნდს დაატოვებინებენ.
როგორც ცნობილია, ბრაზილიელ მცველსა და იტალიელ სპეციალისტს შორის ურთიერთობა დაძაბულია და კონტე მისი ტრანსფერზე დაყენებასაც კი ითხოვდა, თუმცა ლუისის აგენტმა შეთანხმება ვერცერთ კლუბთან ვერ მოახერხა.
საბოლოოდ, საქმე იმისკენ მიდის, რომ "ჩელსი" სეზონს ჩააგდებს და აბრამოვიჩიც კონტეს კარიკესნ მიუთითებს.
შეგახსენებთ, რომ დავიდ ლუისის დამატება "არსენალსა" და "რეალს" სურდათ. თავად ფეხბურთელმა კი თავის აგენტს "ბარსელონასთან" მოლაპარაკებების გამართვა დაავალა, თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ამ ყველაფრისგან არაფერი გამოვიდა.