კავაი ლეონარდისა და „სპურსის“ დაპირისპირება თუ უბრალოდ ტრავმა?!
კავაი ლეონარდის კონფერენციის ფინალში მიღებული ტრამვა სერიოზული აღმოჩნდა, აღდგენის პროცესი კი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს, წლევანდელ სეზონში ლეონარდმა რამდენჯერმე სცადა პარკეტზე დაბრუნება თუმცა უშედეგოდ, საბოლოოდ „სპურსი“ იძულებული გახდა ფორვარდი უვადოდ ჩამოეცილებინა საკალათბურთო აქტივობიდან. რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ლეონარდსა და „სპურსს“ შორის სერიოზული უთანხმოებაა, აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა „სან ანტონიოს“ ლეგენდარული მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი და განაცხადა, რომ კლუბსა და კავაის შორის არანაირ უთანხმოებას არ აქვს ადგილი და მთავარი ლეონარდის ჯანმრთელობაა.
გრეგ პოპოვიჩი:
„ჩვენ არ ვაპირებთ ერთი სეზონის გამო კავაის კარიერას საფრთხე შევუქმნათ, დაველოდებით მისი ასი პროცენტით გამოჯანმრთელებას და მხოლოდ ამის შემდეგ დავრთავთ თამაშის ნებას, შეგახსენებთ რომ, რამდენიმე წლის წინ მუხლის ტრამვის გამო ტიმ დანკანს პლეიოფში თამაშის უფლება არ მივეცით, მიუხედავად იმისა რომ იგი პარკეტზე გასვლისთვის მზად იყო“.
„სან ანტონიო“ თავისი ერთ-ერთი ლიდერის გარაშეც საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება გუნდი 32 გამარჯვებითა და 18 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება.