Aa
Aa

"ლივერპული" რონდონის შეძენას ცდილობს

Sun-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ „ვესტ ბრომვიჩის“ ვენესუელელი ფორვარდის სოლომონ რონდონის დამატებას გეგმავს.

იურგენ კლოპს ცენტრფორვარდის შეძენა სურს, რომელიც გუნდის შემტევ პოტენციალს სათადარიგოთა სკამიდან გააძლიერებს.

ამ წუთისთვის „მერსისაიდელთა“ განაცხადში სუფთა ცხრა ნომერი არ ირიცხება.

რონდონს „ვესტ ბომვიჩთან“ კონტრაქტის ამოწურვამდე მხოლოდ 18 თვე რჩება და როგორც ჩანს მხარეები მის გახანგრძლივებას არ გეგმავენ, რაც „ლივერპულს“ საქმეს უადვილებს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის სოლომონ რონდონი „ვესტ ბრომვიჩის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 105 მატჩში 23 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები