პერეირას თქმით, UFC ანკალაევთან მის რევანშს ამზადებს
UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექს პერეირამ განაცხადა, რომ პრომოუშენი მაგომედ ანკალაევთან მის რევანშს უკვე ამზადებს.
„ვიცი, რომ რევანში იქნება. ამის შესახებ უკვე საუბრობენ... ბევრი იქ დაობდა, ეჭვი ეპარებოდა, მე სხვა კუთხიდან შევხედავ და ჩემს მოსაზრებას ვიტყვი“, - თქვა ბრაზილიელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
შეგახსენებთ, რომ პერეირა-ანკალაევის ჩხუბი UFC 313-ის მთავარი მოვლენა იყო, რომელიც ლას-ვეგასში გაიმართა. 5-რაუნდიანი ბრძოლა ანკალაევის გამარჯვებით დასრულდა.
ცნობისათვის, ანკალაევი UFC-ში 2018 წლიდან ჩხუბობს და სხვა ოთხი რუსი ჩემპიონისგან განსხვავებით, ტიტულის მოსაგებად ყველაზე მეტი, 15 ბრძოლის ჩატარება დასჭირდა. შედარებისთვის - ქამრის მოპოვებამდე პიოტრ იანმა - 6, ხაბიბ ნურმაგომედოვმა - 9, ხოლო ისლამ მახაჩევმა 12 ბრძოლა გამართა.