"ერთა ლიგაზე" საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია!
რამდენიმე წუთის წინ შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, ევროპის "ერთა ლიგის" D ლიგის კენჭისყრა დასრულდა, რომელმაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაარკვია.
ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ნაკრების მეტოქეები ყაზახეთი, ლატვია და ანდორა გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ "ერთა ლიგა" 4 ლიგადაა დაყოფილი - A; B; C და D. თითოეულ ლიგაში 4 ჯგუფი შედგა, რომელთა გამარჯვებულები 1/2 ფინალში ორმატჩიან დაპირისპირებებს გამართავენ, ფინალში გასული წყვილები კი იმ 4 გუნდს გაარკვევენ, რომლებიც "ევრო 2020"-ის საგზურს მიიღებს.
ევროპის "ერთა ლიგა" მიმდინარე წლის 6 სექტემბერს დაიწყება და 2019 წლის 9 ივნისს, ფინალური მატჩებით დასრულდება.
