GDS:
Aa
Aa

GDS: "იუვე" პელეგრის შეძენასთან ახლოსაა!..

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსი“ პიეტრო პელეგრის შეძენასთან ახლოსაა.

16 წლის ტალანტის ტრანსფერზე ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მხარეები დიდი ალბათობით, 25 მილიონ ევროზე შეთანხმდებიან.

მართალია, „ჯენოას“ მოთხოვნა 30 მილიონი ევროა, თუმცა იტალიური პრესა ვარაუდობს, რომ „როსობლუ“ 5 მილიონით ნაკლების მიღებაზე უარს არ იტყვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პელეგრი „ბებერ ქალბატონში“ არც ამ თვეში და არც ივნისში არ გადავა, „იუვე“ მის „ჯენოაში“ იჯარით დატოვებას გეგმავს.

პიეტრო პელეგრის სერია A-ში დებიუტი 2016 წლის დეკემბერში, 15 წლის ასაკში შედგა. მას მიმდინარე სეზონის 6 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები