გოგა ბითაძე, დონოვან მიტჩელი, ევან მობლი, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო, დეანდრე ჰანტერი
Aa
Aa

ბითაძეს ძალიან ცოტა დრო დაუთმეს | ორლანდო კლივლენდთან განადგურდა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ის მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგის მქონე „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი მასპინძლის რანგში იყო, მაგრამ „კავსის“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და 82:122 განადგურდა.

ბითაძეს ძალიან მცირე დრო დაუთმეს. გოგა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 7 წუთი და 37 წამი გაატარა. მის ანგარიშზე 1 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარებაა. ბითაძემ ქულა საჯარიმო ხაზიდან აიღო და 1 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 26 ქულა პაოლო ბანკერომ მიითვალა. ფრანც ვაგნერმა მატჩი 19 ქულით დაასრულა. „კლივლენდის“ მხრიდან საუკეთესო ტაი ჯეროუმი იყო - 20 ქულა. მაქს შტრუსმა, ევან მობლიმ და დეანდრე ჰანტერმა ერთნაირი ქულები დააგროვეს - 17, დონოვან მიტჩელმა კი 11 ქულა გააკეთა.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 29 მოგება და 31 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 გახლავთ. „მეჯიქის“ მომდევნო მეტოქე „გოლდენ სტეიტ უორიორსია“. „კლივლენდს“ რაც შეეხება, „კავალიერსი“ 48 მოგებითა და 10 წაგებით კონფერენციის ლიდერია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „დენა უაითი ზოგჯერ განზრახ იტყუება“ | მაიკლ ჩენდლერი თოფურია VS მახაჩევზე
    „დენა უაითი ზოგჯერ განზრახ იტყუება“ | მაიკლ ჩენდლერი თოფურია VS მახაჩევზე