„დენა უაითი ზოგჯერ განზრახ იტყუება“ | მაიკლ ჩენდლერი თოფურია VS მახაჩევზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა და Bellator-ის ყოფილმა ჩემპიონმა, მაიკლ ჩენდლერმა ილია თოფურიაზე გააკეთა კომენტარი. ჩენდლერი „ელ მატადორის“ მსუბუქ წონაში ასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თოფურია შეაქო.
„გამორიცხულია, საჩემპიონო ქამარი დათმო გარანტიის გარეშე, რომ იმ წონაში, რომელშიც გადადიხარ, სატიტულო ორთაბრძოლას არ მიიღებ. ილია თოფურია საერთოდ სხვა ჯიშის წარმომადგენელია და კონორ მაკგრეგორის შემდეგ, არ გვინახავს მებრძოლი, რომელიც საკუთარ თავში ასეა დარწმუნებული.
არ გამოვრიცხავ, ილიას ასეთი რამ ეთქვას: „აი, თქვენი ქამარი. არ მაინტერესებს, ახლა მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი ვარ და ვინც გინდათ, მომეცით“. არავინ იცის, რა მოხდება, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია. დენა უაითი მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ საბრძოლო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და ზოგჯერ განზრახ იტყუება კიდეც. ასე რომ, არაა გამორიცხული, ხვალ ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას ჩხუბის ჩანიშვნა გამოაცხადოს.
ილიას ერთხელ შევხვედრილვარ. მის გვერდით დავდექი და ვფიქრობ, ჩვენი წონითი დივიზიონისთვის ფიზიკურად დიდი არაა. თუმცა, მისი სტილი MMA-ის მებრძოლისთვის ძალიან, ძალიან, ძალიან კარგია. მშვიდია, ხელებში დინამიტები აქვს, მაგრამ წონით დივიზიონებს შორის განსხვავებაა".
შეგახსენებთ, რომ ილიას მომდევნო მეტოქის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. თოფურიას პრეტენდენტის სტატუსისთვის ჩხუბი არ სურს და საჩემპიონო ორთაბრძოლის მიღება უნდა. დენა უაითის თქმით, მისი და მახაჩევის ორთაბრძოლის ჩანიშვნა ჯერ არ იგეგმება.