პელეს მუნდიალის ფავორიტად ბრაზილია მიაჩნია
Aa
Aa

პელეს მუნდიალის ფავორიტად ბრაზილია მიაჩნია

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე, მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ საუბრობს და მის ფავორიტებს ასახელებს.

„ჩემი აზრით, ბრაზილიის ნაკრებს წარმატებისთვის ყველაფერი აქვს და ტურნირის უპირველესი ფავორიტიც ისაა.

წინა მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგი შემადგენლობა გვყავდა, თუმცა გუნდურობა და ორგანიზებულობა გვაკლდა. საბედნიეროდ, ახლა ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა და ეს ტიტეს დამსახურებაა“.

მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები მუნდიალის ქვეჯგუფში სერბეთის, კოსტა რიკისა და შვეიცარიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები