უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

შენი სიტყვების შეგრცხვება - უმარმა სტერლინგს უპასუხა

უმარ ნურმაგომედოვს UFC-ში სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში კორი სენდჰეგენის სახით ტოპ-ხუთეულის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავს დამარცხებული, რის გამოც საკმაოდ ბევრი და თანაც, სრულიად სამართლიანად თვლის, რომ საჩემპიონო ქამარზე ბრძოლისთვის მისი პრეტენზიები ჯერჯერობით ყოველგვარ ლოგიკას და საფუძველს მოკლებულია.

მათ რიგებს მიეკუთვნება ამ დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი და მერაბ დვალიშვილის მეგობარი ალჯამეინ სტერლინგი, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველი „მანქანა“ ნურმაგომედოვთან ჩხუბზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობს, რომ არ ღალატობს პრინციპებს და თვლის, რომ იმ უდიდესი ძალისხმევის ფონზე, რაც მას სატიტულო ბრძოლის მიღებისთვის მიუხდა, უმარის მხრიდან ახლავე საჩემპიონო შეხვედრის ჩანიშვნის მოთხოვნა უტიფრობაა და სხვა არაფერი.

სტერლინგის ამ შეფასებას უმარი დღეს გამოეხმაურა და მას განუცხადა, რომ ამ სიტყვებისთვის ადრე თუ გვიან შერცხვება, რადგან მისი აზრით, ის დაუმსახურებლად არაფერს ითხოვს და ამაზე მისი კარიერაც მეტყველებს.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ახლა სრულიად განსხვავებული ბრძოლა იქნება“ - იანის მენეჯერი მერაბთან შესაძლო რემატჩზე
„ახლა სრულიად განსხვავებული ბრძოლა იქნება“ - იანის მენეჯერი მერაბთან შესაძლო რემატჩზე