ახალი დეტალები - სახლი ბარსელონაში და თავისი ჯიბიდან გადახდილი 15 მილიონი
Sky Sports-ის ინფორმაციით, ფელიპე კოუტინიო "ბარსელონაში" გადასვლასთან ისე ახლოსაა როგორც არასდროს.
წყაროს თქმით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. "ლივერპულს" 160 მილიონი ევროს მიღება სურს, რაზეც "ბარსა" თანახმაა.
თავის მხრივ, კატალონიელებს სურთ, რომ ტრანსფერი ამ კვირაშივე გააოფიციალურონ.
ესპანურმა Mundo-მ ისიც დაწერა, რომ კოუტინიო ტრანსფერის დასაჩქარებლად მზადაა, რომ 15 მილიონი ფუნტი თავისი ჯიბიდან გადაიხადოს.
ეპანური Sport-ი წერს, რომ "ბარსა" "ლივერპულს" 120 მილიონს პირდაპირ გადაუხდის, ხოლო 40 მილიონს ბონუსების სახით გადაურიცხავს. როგორც წყარო ამტკიცებს, მხარეებმა უკვე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს.
ბრაზილიელი ფეხბურთელის გარემოცვიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფელიპეს უკვე ბარსელონაში საცხოვრებელი სახლიც შერჩეული აქვს. "ბლაუგრანა" კი მისთვის 7 ნომრიან მაისურს ამზადებს.
"ლივერპულის" ოფიციალური მაღაზიებიდან კი კოუტინიოს 10 ნომრიანი მაისურები გაყიდვიდან ამოიღეს.
ტრანსფერის დადასტურებას ყოველ წუთს ელოდებიან.