ვენგერი 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს -
Aa
Aa

ვენგერი 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს - "ჩემს სიტყვებს უკან მაინც არ წავიღებ"

"ვესტ ბრომვიჩთან" (1-1) მატჩის შემდეგ, არსენ ვენგერმა მსაჯები საჯაროდ გააკრიტიკა, რის შემდეგაც მოსალოდნელი იყო, რომ ფრანგ სპეციალისტს დისკვალიფიკაციით დასჯიდნენ.

პრესის ვარაუდი გამართლდა და ვენგერი 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მას, დამატებით 40 ათას ფუნტიანი ჯარიმის გადახდაც მოუწევს.

ვენგერმა იგივე რამ "ჩელსისთან" დერბის შემდეგაც გააკეთა და მსაჯები კვლავ გააკრიტიკა. რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ მას ისევ დასჯიან და ამჯერად უფრო მკაცრად.

68 წლის სპეციალისტმა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: "დისკვალიფიკაცია? არა, ჩემს სიტყვებს უკან მაინც არ წავიღებ. ზოგიერთ რეფერიზე ჩემი აზრი მაინც არ შეცვლილა. ის რაც ვთქვი, ემოციის შედეგი არ გახლავთ, აქ 21 წელია რაც ვმუშაობ და მინდა გითხრათ, რომ მსაჯებს პრობლემები ისევ აქვთ. არაფერი იცვლება".

როგორც ხედავთ, არსენ ვენგერმა ემოციები ვერ მოთოკა და აღშფოთებას საჯაროდ გამოხატავს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ "არსენალის" მიმართ ბოლო მატჩებში მსაჯებმა მართლაც უხეში შეცდომები დაუშვეს, თუმცა ასეთი რამეები ფეხბურთში ხშირად ხდება და ამაში ახალი არაფერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები