„შეტევაში ძალიან სახიფათოები არიან“ - შენგელია ბაიერნთან მატჩის წინ
დღეს საღამოს თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაზე მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება და სეზონის ცუდი სტარტის გამოსწორებას შეეცდება. მატჩის წინ იტალიური გუნდის ქართველმა ლიდერმა მეტოქის სიძლიერეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გამარჯვების მისაღწევად „ვირტუსს“ მთელი მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება დასჭირდება.
რა თქვა შენგელიამ:
„ბაიერნი“ თავის ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაშია, ისინი ძალიან კარგად თამაშობენ და ყველა მოთამაშე თავს კარგად წარმოაჩენს. შეტევაში ისინი ძალიან სახიფათოები არიან, ამიტომ ჩვენ დაცვაში ყურადღებით უნდა ვითამაშოთ.
რაც შეეხება ჩვენს შეტევას, დიდხანს უნდა გავაკონტროლოთ ბურთი და მთელი 40 წუთის განმავლობაში გუნდურად ვითამაშოთ. იმედია, გულშემატკივრები დაგვეხმარებიან და საკუთარ კედლებში თამაშიდან სარგებელს გამოვიტანთ“.
შეგახსენებთ, რომ „ვირტუსს“ ევროლიგაზე 5 ტურის შემდეგ 1 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. თოკო შენგელიას გუნდი მე-16 ადგილზეა, შენგელია კი საშუალოდ 12 ქულას, 4.8 მოხსნასა და 2.2 ასისტს აგროვებს.
ცნობისთვის, „ვირტუსი“-„ბაიერნის“ მატჩი ამაღამ თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.