Aa
Aa

"მილანის" ლეგენდობიდან ქვეყნის პრეზიდენტობამდე

"მილანის" ლეგენდარული ფორვარდი ჟორჟ ვეა ლიბერიის პრეზიდენტი გახდა.

ვეამ 15 ოლქიდან 12-ში გამარჯვება მოიპოვა.

ჟორჟ ვეა ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. მას, არჩევნებში მეტოქეობას 73 წლის ჯოზეფ ბოკაი უწევდა, რომელიც ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას 12 წლის განმავლობაში იკავებდა. 

2005 წელს, ვეას პრეზიდენტობის პირველი მცდელობა ჰქონდა, თუმცა 28%-ის მოგროვების შემდეგ, მეორე ტურში მარცხი განიცადა.

ფეხბურთელობისას ვეა "მონაკოში", "პსჟ"-ში, "მარსელში", "მილანში", "ჩელსიში" და "მანჩესტერ სიტიში" თამაშობდა.

ყველა ტურნირის გათვალისწინებით, მის ანგარიშზე 478 მატჩი და 193 გოლია.

ვეამ ლიბერიის ნაკრებში 1987-2003 წლებში ითამაშა და მეტოქეთა კარი 22-ჯერ აიღო.

როგორც მოგეხსენებათ, 1995 წლამდე ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში არაევროპელი ფეხბურთელი მონაწილეობას ვერ იღებდა. წესის ცვლილების შემდეგ, პირველი არაევროპელი გამარჯვებული სწორედ ჟორჟ ვეა გახდა.

ამავე წელს, ვეა FIFA-მაც აღიარა და ის პლანეტის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები