საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, უკრაინის ფეხბურთელთ ნაკრები
Aa
Aa

„ქართველები თავდაჯერებულები არიან, მაგრამ...“ - უკრაინის ნაკრების ყოფილი მცველი

უკრაინის ნაკრების ყოფილმა მცველმა და შემდგომში, „დნიპროს“ ყოფილმა დამრიგებელმა, ოლეკსანდრ კუჩერმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუს დროს საქართველოს ნაკრებთან გასამართ მატჩზე ისაუბრა და თავისი ჟურნალისტს თავისი მოლოდინები გაუზიარა.

რას ამბობს კუჩერი:

„მართალია, წინა ორი მატჩი წარუმატებელი იყო, მაგრამ ჩვენს ეროვნულ გუნდს ნებისმიერ შემთხვევაში გავამხნევებთ და მხარს დავუჭერთ. ცხადია, ჯგუფის მოგება რთული იქნება, რადგან პირველ ორ შეხვედრაში დავმარცხდით, მაგრამ გამარჯვება გვინდა. ქართველებმა კი პირიქით, ორივე მატჩი მოიგეს და თავდაჯერებულები არიან“.

„ძალიან რთული მატჩი გველოდება. ვფიქრობ, გუნდი ბოლო ორ მატჩს განიხილავს და შეცდომებს გაანალიზებს. შესაძლოა, ახალმა მოთამაშეებმა დიდი შემართებისა და სურვილის წყალობით დადებითი შედეგის მიღწევა შეძლონ“.

უკრაინის ნაკრები ერთა ლიგის პირველი ორი მატჩი ჯერ ალბანეთთან, შემდეგ კი ჩეხეთთან წააგო და სატურნირო ცხრილში 0 ქულით ბოლო ადგილზეა, ჯგუფს კი საქართველოს ნაკრები ლიდერობს, რომელმაც პირველ ორ ტურში ჯერ ჩეხეთის, შემდეგ კი ალბანეთის ნაკრების დამარცხება შეძლო.

უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება პოლონეთის ქალაქ პოზნანში, 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები