მიშელ პლატინი
Aa
Aa

პლატინის იდეა: შემადგენლობა 11-დან 10 მოთამაშემდე უნდა შევამციროთ

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი და შემდგომში უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ახალი იდეებით გამოდის და ფეხბურთში სასტარტო შემადგენლობის 11-დან 10 მოთამაშემდე შემცირებაზე საუბრობს.

პლატინის თქმით, ეს ფეხბურთს უფრო სანახაობრივს გახდის.

„ალბათ ერთი ფეხბურთელი უნდა გამოვიყვანოთ და ათი მოთამაშით ვითამაშოთ.

გასულ საუკუნეში 11-კაციანი შემადგენლობით ვთამაშობდით, მაგრამ მაშინ ფეხბურთელები დღევანდელზე ნაკლებად დარბოდნენ, არც ისე ძლიერები იყვნენ და ნელა მოძრაობდნენ. აქედან გამომდინარე, ალბათ მოედანზე ფეხბურთელთა რაოდენობის შემცირება კარგი იქნებოდა. ეს მეტ სივრცეს შექმნიდა.

ჩემი თაობის ხალხი დღეს ფეხბურთს აღარ უყურებს, რადგან თამაშში საკუთარ თავს ვეღარ ხედავენ. დღეს ისინი უფრო მეტ პასს აკეთებენ წინ, ვიდრე უკან, ბევრი პასს აკეთებენ ბურთის ფლობისთვის.

მე არავის ვაკრიტიკებ, მაგრამ ჩემი თაობის ადამიანები, რომლებმაც უფრო მეტად იცოდნენ შემტევი ფეხბურთის თამაში, დღევანდელ ფეხბურთში თავიანთ თავს ვერ ხედავენ“.

- განაცხადა პლატინიმ RMC Sport-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ჩემთვის დიდი სიამაყის გრძნობა იყო“ - 5 კითხვა ბუდუსთვის
„ეს ჩემთვის დიდი სიამაყის გრძნობა იყო“ - 5 კითხვა ბუდუსთვის