ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი,
Aa
Aa

„სეგუნდა დივიზიონი მისთვის ძალიან პატარაა“ - Marca ქოჩორაზე წერს

Marca ეროვნული ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველზე, გიორგი ქოჩორაშვილზე წერს და მიიჩნევს, რომ სეგუნდა დივიზიონი მისთვის „ძალიან პატარაა“.

ესპანური გამოცემა ვილი სანიოლის წვლილზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ფრანგმა სპეციალისტმა ეროვნული ნაკრები ევროპაში მოდური გახადა, მისი ერთ-ერთი საყრდენი კი სწორედ გიორგი ქოჩორაშვილია.

რას წერს Marca:

„გიორგი მეორე დივიზიონში თამაშობს, ის უდავოდ ლიდერია, მაგრამ ეს კატეგორია მისთვის სულ უფრო პატარავდება. სწორედ ამაშია „ლევანტეს“ იღბალი. ისინი ცდილობენ ამით რაც შეიძლება დიდ ხანს ისიამოვნონ, მაგრამ მოვიდა დრო, მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ“.

„ერთა ლიგაზე გიორგი ქოჩორაშვილის გატანილი გოლები და „ლევანტეში“ თამაში შეუმჩნეველი არ რჩება, რაზეც კლუბის თავკაცმა, ხულიან კალერომ ირონიულად კი უპასუხა: „მე ვაიძულებ გიორგის ნაკლები ითამაშოს, რათა ვნახო, მოვა თუ არა ინგლისური კლუბი და წაიყვანს მას. „ლევანტემ“ მასშტაბურად უნდა იფიქროს. ვისურვებდი, დიდხანს შეგვენარჩუნებინა მოთამაშეები, მაგრამ თუ გიჟური შემოთავაზება გვექნება, სხვა არჩევანი არ დაგვრჩება (საუბარია გიორგის გაყიდვაზე)“.

„ქოჩორაშვილი მოდაშია. 24 წლის ფეხბურთელის კარიერაში არის მდე და შემდეგ - მწვრთნელის გავლენა. ვილი სანიოლი სპორტული და სულიერი შთაგონების წყაროა. მისი მოსვლა ეროვნულ ნაკრებში გადამწყვეტი ნაბიჯი გახდა „ქოჩოსთვის“.

„ქოჩორაშვილის შემდეგი ნაბიჯი პრემიერ-ლიგისკენ იყო, მაგრამ ქართველი არ შეესაბამებოდა იმ მკაცრ პარამეტრებს, რასაც უცხოელ მოთამაშეებს ინგლისის ლიგაზე მოსახვედრად უყენებენ. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ ინგლისურმა კლუბებმა საკვანძო დეტალი გამოტოვეს, რამაც ქოჩორას კარები დაუხურა. „ლევანტემ“ მასზე 5 მილიონი ევრო დააწესა და ეს ფასი შუამავლებს შეატყობინეს, რომლებსაც მოლაპარაკებების გამართვა სურდათ, სანამ არ გაირკვა, რომ ქოჩორა ვერ აკმაყოფილებს მკაცრი კონტრაქტის პირობებს უცხოელი მოთამაშეებისთვის, პრემიერ ლიგაზე“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ Fichajes-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი ქოჩორაშვილი ზაფხულში შესაძლოა ლა ლიგის გუნდში ვიხილოთ, რადგან მას „მალიორკა“ აკვირდება.

მანამდე ასევე Fichajes-ი წერდა, რომ ქოჩორაშვილის გადაბირებით ლა ლიგის კიდევ ერთი გუნდი, „ხეტაფეა“ დაინტერესებული. გამოცემის ინფორმაციით, „ლევანტე“ ქართველის სანაცვლოდ სულ მცირე 5 მილიონ ევროს ითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
WhoScored-მა ქოჩორა ერთა ლიგის B დივიზიონის სიმბოლურში შეიყვანა
WhoScored-მა ქოჩორა ერთა ლიგის B დივიზიონის სიმბოლურში შეიყვანა