მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„საერთოდ სხვა ადამიანი დავინახე“ - მერაბი ომალიზე

UFC 306-ზე შონ ომალის დამარცხება მერაბ დვალიშვილის კარიერაში გადამწყვეტი მომენტი გახდა, რადგან ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

„მანქანამ“ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, კიდევ ერთხელ ისაუბრა მოსამზადებელ პერიოდზე, თავის სტრატეგიასა და მეტოქეზე.

რა თქვა დვალიშვილმა:

„მე ყოველთვის ვემზადები უარესისთვის, ომისთვის, თუმცა მე ვიცოდი, რომ შემეძლო ეს ბრძოლა შემეძლო მარტივად მექცია და ზუსტად ასე ვქენი“.

 „ბრძოლაში მნიშვნელოვანია მენტალური ასპექტი, მენტალურად უნდა იყო იქ. მე ვიცოდი, რომ ის (შონ ომალი) მზად არ იყო მენტალურად და მე ეს ვნახე“.

„მე ვუსმინე მის პოდკასტს ბრძოლის შემდეგ და საერთოდ სხვა ადამიანი დავინახე - თავმდაბალი და გულახდილი საკუთარი შეცდომების მიმართ“.

რაც შეეხება მომდევნო მეტოქეზე დასმულ შეკითხვას, მერაბმა თქვა, რომ მზად არის ნებისმიერს ებრძოლოს, ვისაც კი მას UFC-ი შესთავაზებს.

ცოტა ხნის წინ „მანქანამ“ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მზად არის უმარ ნურმაგომედოვს ებრძოლოს.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა.

მერაბი ისტორიაში UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა და ასევე ისტორიაში პირველად, თავად Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში მოხვდა. დვალიშვილი სიაში მე-7 ადგილზეა.

რაც შეეხება უმარ ნურმაგომედოვს, რომელიც ხაბიბის ბიძაშვილია, ხუთი ბრძოლიდან ხუთივე მოგებული აქვს და რეიტინგის მეათე ნომერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემზე ძლიერი იყო“ - ომალი მერაბის უპირატესობას აღიარებს
„ჩემზე ძლიერი იყო“ - ომალი მერაბის უპირატესობას აღიარებს