ლივერპული, მილანი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

“ბოსი ვარ და პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ“ - იბრა ლივერპულთან მარცხზე

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მილანმა ლივერპულს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა იბრაჰიმოვიჩმა?

„აქ ბოსი მე ვარ და პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. მილანში აბსოლუტურად ყველაფერი მეხება. იქნება ეს ტრანსფერი, შიდა სიტუაცია, წაგება, თუ მოგება.. როდესაც ლომები მიდიან, კნუტები მოდიან. როდესაც ლომი ბრუნდება, კნუტები ქრებიან. ახლა სამწუხაროდ დაბალ დონეზე ვართ და ჩემს სამუშაოზე ბევრი გესაუბრეთ. ყველაფერს დრო აჩვენებს.“

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული შვედი 2023 წლის დეკემბერში RedBird Capital Partners-მა დაასაქმა. ზლატანს ტრანსფერების გაჩარხვა და შიდა სიტუაციის კონტროლი ევალება.

ყოფილი თავდამსხმელის მოვალეობაში მწვრთნელის გაშვება და მოყვანაც შედის, თუმცა, რა თქმა უნდა, გუნდის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციით.

ცნობისთვის, როსონერიმ სეზონი საშინლად დაიწყო. პაულო ფონსეკას გუნდმა სერია ა-ში 4 მატჩი გამართა, საიდანაც 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. ამ მომენტისთვის, მილანი სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზე იმყოფება და შემდეგ ტურში ინტერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიელი ფეხბურთელი, სალვატორე სკილაჩი გარდაიცვალა
იტალიელი ფეხბურთელი, სალვატორე სკილაჩი გარდაიცვალა