მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

ომალი მერაბს: ვერაფერი ისწავლე? UFC-ის ეს სურს! უმარს უნდა ეჩხუბო

მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის ბრძოლის შემდეგ, აქტუალი ხდება მერაბის მორიგი მეტოქის თემა - ვინ დაუპირისპირდება „მანქანას“ ქამრის დასაცავად გამართულ პირველ ქარდზე.

უმარ ნურმაგომედოვი, რომელიც სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მე-2 ნომერია, მერაბის მომდევნო ოპონენტად ითვლება, თუმცა გაურკვეველი და ბუნდოვანია თავად დვალიშვილის პოზიცია, რომელსაც ამისთვის უკვე აკრიტიკებენ.

შონ ომალი თვლის, რომ მერაბი არასწორად იქცევა, როცა UFC-ის წინააღმდეგ წასვლას ცდილობს.

„ის ამბობდა, რომ უმართან არ იბრძოლებს. ალჯოსთან მომხდარი ამბების შემდეგ ვერაფერი ისწავლე? შენ ამბობ, რომ არ შეგიძლია. არ შეგიძლია ორგანიზაციას უარი უთხრა. შენ ჩემპიონი ხარ. უმარი სავარაუდოდ შენი მომდევნო მეტოქეა.

თუ მე რაიმე რჩევას მოგცემ არის ის, რომ არ წახვიდე ძმაო UFC-ის წინააღმდეგ! UFC-ის სურს, რომ უმარს შეებრძოლო. მათ ეს დედამ******ი ჩხუბის ხილვა სურთ! და არ ახსენო, რომ მასთან ჩხუბს არ აპირებ. ეს ასეა და თუ სხვანაირად უყურებ, მაშინ შენ არ გექნება კარგი ურთიერთობა UFC-ისთან“.

- ამბობს ომალი.

ომალისთან ბრძოლის შემდეგ, მერაბ დვალიშვილის პასუხი ბუნდოვანი იყო. მან უმარ ნურმაგომედოვთან შესაძლო ბრძოლაზე პირდაპირი პასუხი არ გასცა, რის შემდეგაც MMA-ს სამყაროში სასაუბრო თემა გაჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მახაჩევი: მოგესალმები ჩემპიონთა ლიგაში მერაბ!
მახაჩევი: მოგესალმები ჩემპიონთა ლიგაში მერაბ!