მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, კამილ გაჯიევი
Aa
Aa

„უმარი მერაბთან ფავორიტი არ იქნება“ - კამილ გაჯიევის პროგნოზი

სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში მერაბ დვალიშვილის სახით ახალი ჩემპიონის გამოჩენამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. უმარ ნურმაგომედოვის გარემოცვა უკვე აქტიურად ლაპარაკობს, რომ ქართველისთვის მომდევნო ბრძოლა სწორედ დაღესტნელ მებრძოლთან უნდა ჩაინიშნოს, თუმცა თავად 33 წლის ქართველი თვლის, რომ ნაჩვენები შედეგების მიხედვით, უმარს ქამრისთვის ჩხუბი ჯერჯერობით არ დაუმსახურებია. რომელი იქნება ფავორიტი ამ ორ სპორტსმენს შორის შეხვედრაში, ამ შეკითხვაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა Fight Nights Global-ის დამფუძნებელისგან საინტერესო პასუხი მიიღო.

რას ამბობს გაჯიევი

გასაგებია, რომ უმარს და მის გარემოცვას ძალიან სურს დვალიშვილთან შეხვედრა, მაგრამ საერთოდ არ ვფიქრობ, რომ დაღესტნელი ამ ბრძოლაში ფავორიტი იქნება. მეტსაც გეტყვით - სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მერაბთან უპირატესობა არავის ექნება.

მერაბის საჩემპიონო ქამარი ამ კითხვაზე ყველაზე კარგი პასუხია. მე ვიტყოდი, რომ ზოგადად შანსები თანაბარია. დვალიშვილს კი თავისი არგუმენტები აქვს: კარგი ბრძოლა, დიდი ხანია დაივიწყა ის დამარცხებები, რომლითაც დაიწყო, გაძლიერდა და თავდაჯერებულობა მოიპოვა.

რა არის უმარის უპირატესობა? მყარად დგას ფეხზე და ჰყავს ჭკვიანი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, რომლებიც მას საჭირო სპარინგ-პარტნიორებს ურჩევენ - ამით კი არა მხოლოდ უმარი, არამედ ყველა ნურმაგომედოვი გამოირჩევა.

უმარ ნურმაგომედოვს შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებული თვრამეტი ორთაბრძოლიდან თვრამეტივე მოგებული აქვს. მერაბ დვალიშვილმა კი რამდენიმე დღის წინ UFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა ისე, რომ ამ ორგანიზაციაში ზურგს 11-ბრძოლიანი წაუგებელი სერია უმაგრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უშანსოდ დაამარცხა -  დვალიშვილმა ომალი გაანადგურა და UFC-ის ჩემპიონია
უშანსოდ დაამარცხა - დვალიშვილმა ომალი გაანადგურა და UFC-ის ჩემპიონია