თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ აირჩიეს - შენგელიამ პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნა

ბარსელონაში გამართულ რიგით მე-7 გენერალური ასამბლეის სხდომაზე თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტად ზედიზედ მეორედ აირჩიეს. ასოციაციის წევრი თვრამეტი მოთამაშიდან ადგილზე თექვსმეტი იმყოფებოდა და სანამ აქტუალური თემების განხილვაზე გადავიდოდნენ, ორგანიზაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, კაილ ჰაინსის ვიდეო-მიმართვა მოისმინეს, რომელიც მიესალმა დამსწრე მოთამაშეების წარმომადგენლებს და მოუწოდა მათ გააგრძელონ ასოციაციის განვითარება.

ასოციაციის ქართველი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მმართველ საბჭოში დომანტას მიტეიუნასი, ტომას სატორანსკი და მარიო ეზონია შევიდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწორედ ამ სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე, ცნობილი ბერძენი სპეციალისტი დიმიტრის იტოუდისი, რომელიც თოკოს მოსკოვის ცსკა-ში თამაშის პერიოდიდან იცნობს, გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროლიგაც NBA-ს ფორმატზე გადავიდეს და სპეციალური რეკომენდაციით როგორც ამ ტურნირის, ასევე მოთამაშეთა ასოციაციის ხელმძღვანელობას მიმართა.

ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაცია 2018 წელს დაფუძნდა და მისი მთავარი დანიშნულება კალათბურთელების უფლებების დაცვა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელია ხორვატიაში მიიწვიეს - ქართველი პეტროვიჩის მემორიალურ შეხვედრაში ითამაშებს
შენგელია ხორვატიაში მიიწვიეს - ქართველი პეტროვიჩის მემორიალურ შეხვედრაში ითამაშებს