თურქ კალათბურთელს ერდოღანის კრიტიკისთვის, დაუსწრებლად 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
Aa
Aa

თურქ კალათბურთელს ერდოღანის კრიტიკისთვის, დაუსწრებლად 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თურქეთის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, NBA-ში მოთამაშე კალათბურთელ ენეს კანტერს 4 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

კალათბურთელს ბრალი პრეზიდენტის რეჯებ ტაი ერდოღანის შეურაცხყოფაში ედება.

საქმე ეხება 2016 წლის "ტვიტებს", რომელიც თურქმა კალათბურთელმა სოციალური საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

კანტერს, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, ბრალს დაუსწრებლად წაუყენებენ. თავად კალათბურთელმა განაცხადა, რომ მას პოტენციური სასჯელი არ აღელვებს.

"დღეს უბრალოდ ვისვენებ და თანაგუნდელებთან ერთად კალათბურთს ვთამაშობ. სადმე შეამჩნიეთ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვნერვიულობ? მე ამერიკაში ვიმყოფები. განვაგრძობ ვარჯიშსა და გუნდელებთან ერთად გართობას. ჩვენ პლეი-ოფებისთვის მზადებას ვაგრძელებთ. ამ თემაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მათ რაც უნდათ ის გააკეთონ".

როგორც ცნობილია, ენეს კანტერი ამერიკაში მცხოვრები თურქი სულიერი ლიდერის ფეთულა გიულენის დიდი მხარდამჭერია.

ფეთულა გიულენს თურქეთში ეროვნული გადატრიალების მოწყობაში ბრალს სდებენ და ის თავს აშშ-ს აფარებს.

დღეს დილით კანტერმა შემდეგი განაცხადა: "მე უბრალოდ სიმრთლეს ვამბობ. იმ უდანაშაულო ადამიანებზე ვსაუბრობ ვისაც ამ უსამართლობაში ცხოვრება ყოველდღიურად უწევს. მათ იტაცებენ, აწამებენ და ციხეებში კლავენ. თურქეთსი ერდოღანზე ცუდს იტყვი, თუ არა ჩათვალეთ ციხეში ხართ. ასეთი არეული სიტუაციაა დღეს იქ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები