რევაზ ჩიკოიძე
Aa
Aa

პარიზი 2024: რევაზ ჩიკოიძე ფინალშია - ლაშა ყიზილაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე დღეს პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ (+90 კგ. –J2) შესანიშნავად იასპარეზა და ფინალში გავიდა, რაც გარანტირებულ მე-8 მედალს ნიშნავს.

ჩიკოიძემ ნახევარფინალში ყაზახი ზურკამურზა შუკურბეკოვი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ქართველმა ჯუდოკამ პარალიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ინდონეზიელი ტონი რიკარდო მანტოლასი დაამარცხა.

დღეს ასევე მორიგი მედლის მოლოდინი გვაქვს. ლაშა ყიზილაშვილმა (90 კგ. - J2) რეპეშაჟში ბრიტანელი მოლოი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. მისი მეტოქე უზბეკი დავურკონ კარომატოვი იქნება.

ბოლოს გეტყვით, რომ პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე სარეკორდო 7 მედალია. პარამძელოსანმა გიორგი ოჩხიკიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედლის მფლობელები პარამსროლელი ვლადიმერ ჭინჭარაული, პარაძიუდოისტები ზურაბ ზურაბიანი და გიორგი ქალდანი გახდნენ. ბრინჯაოს მედლებს კი პარადაეკვონდოში ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი და პარაძიუდოისტი ინა ქალდანი დაეუფლნენ.

ფინალური ბლოკი 17:30 საათიდან დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეექვსე მედალი პარალიმპიადაზე | გიორგი ქალდანმა ვერცხლი აიღო
მეექვსე მედალი პარალიმპიადაზე | გიორგი ქალდანმა ვერცხლი აიღო