ნიკა გუშარაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთიდან გამარჯვებულები დავბრუნდეთ
კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „იბერია 1999“ „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე თურქულ „ბასაქშეჰირს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე მედიასთან მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ ნიკა გუშარაშვილმა ისაუბრა.
„ძლიერ მეტოქეს შევხვდით, თამაშამდე რაც დავგეგმეთ, შევასრულეთ, მაგრამ ბოლოს ყურადღება მოვადუნეთ, ძალიან დასანანი გოლი გავუშვით და წავაგეთ. იმედი გვაქვს, რომ საპასუხო თამაშს უკეთ ჩავატარებთ.
მზად ვართ თუ არა თურქეთში ემოციური გულშემატკივრების წინაშე თამაშისთვის? ამისთვისაც მოვემზადებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთიდან გამარჯვებულნი დავბრუნდეთ“.
- განაცხადა გუშარაშვილმა.
განმეორებითი შეხვედრა თურქეთში ერთი კვირის შემდეგ (15 აგვისტო) გაიმართება და „იბერიას“ სტუმრად გაცილებით რთული მატჩი ელის.