ლაშა ტალახაძე, კახი კახიაშვილი, გიორგი ასანიძე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრები, გიორგი ჭინჭარაული
Aa
Aa

„მიზანი ტიტულის მესამედ შენარჩუნებაა“ - ძალოსნების მზადება ოლიმპიადისთვის

საქართველოს ძალოსანთა ოლიმპიური ნაკრები გუნდი 23 ივლისიდან პარიზში იმყოფება და ოლიმპიური თამაშებისთვის აქტიურად ემზადება.

ჩვენი ძალოსნები ასპარეზობაში 7 აგვისტოდან ჩაერთვებიან. პირველი იასპარეზებს შოთა მიშველიძე (61 კგ.), რომელიც სამწუხაროდ ტრავმის გამო მაქსიმალური დატვირთვით ვერ შეძლებს ასპარეზობას.

მიშველიძის მდგომარეობაზე ძალოსანთა ნაკრების ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმა ისაუბრა:

საქართველოს ნაკრების მოსამზადებელ ეტაპზე კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ და ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა გააკეთეს.

გიორგი ასანიძე:

კახი კახიაშვილი:

10 აგვისტოს  კი პარიზის ოლიმპიურ ფიცარნაგზე გამოვლენ ირაკლი ჩხეიძე (102 კგ) და ორგზის ოლიმპიური, 7 გზის მსოფლიოს და 7 გზის  ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდსმენი, ლეგენდარული ლაშა ტალახაძე( +102 კგ).

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 4 ოლიმპიური მედალია - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, -90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლებს ძიუდოისტები ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე დაეუფლნენ, ბრინჯაოს პრიზიორი კი მოკრივე, ლაშა გურული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სულერთია ვინ მოიგებს, ორივეს დავანგრევ“ | უმარი დვალიშვილი-ომალის მოგებულს შეხვდება
„სულერთია ვინ მოიგებს, ორივეს დავანგრევ“ | უმარი დვალიშვილი-ომალის მოგებულს შეხვდება