ლაშა ბექაური, გიორგი ათაბეგაშვილი
Aa
Aa

“ამაყობს მთელი საქართველო“ - ათაბეგაშვილი ბექაურის ჩემპიონობის შემდეგ

პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში სანშირო მურანო დაამარცხა.

ფინალის დასრულების შემდეგ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი CrystalSport-ს ესაუბრა. გთავაზობთ უცვლელად:

 

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაური გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე აიღო ოქროს მედალი.

ლაშამ მედლისკენ მიმავალ გზაზე ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა 1/4 ფინალში კორეელი ჯუეოპ ჰანი შეხვედრის დაწყებიდან 1 წუთსა და 22 წამში იპონით სძლია. ნახევარფინალში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს დაუპირისპირდა და დამატებით დროში ჰანსუკო მაკეთი (სამი გაფრთხილება) მოუგო.

აქვე გეტყვით, რომ 1 აგვისტოს ტატამზე -100 კგ კატეგორიაში ილია სულამანიძე წარდგება, რომელიც პირველ რაუნდში დაისვენებს. მეორე რაუნდში იგი 24-ე ნომერ ზლატკო კუმრიჩს ან მე-17 ნომერ ჯენარო პირელის დაუპირისპირდება. სულამანიძე და ჟორჟე ფონსეკა ერთ ჯგუფში არიან, რაც ნიშნავს, რომ ილიას ძალიან ძნელი ბადე ელის.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    “დაუჯერებელი და შთამბეჭდავი“ - IJF ლაშა ბექაურზე
    “დაუჯერებელი და შთამბეჭდავი“ - IJF ლაშა ბექაურზე