მეორე დღეც უმედლოდ - ნოე ფანცხავა მომდევნო ეტაპზე ვერ კვალიფიცირდა
საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის პარიზის ოლიმპიადის მეორე დღეც უმედლოდ დასრულდა. ძიუდოში, ვაჟა მარგველაშვილის მარცხის შემდეგ კიდევ ერთი ქართველი ამჯერად ცურვაში დარსდგა.
100 მეტრზე გულაღმა ცურვაში ქართველმა მოცურავე ნოე ფანცხავამ 100-მეტრიანი დისტანცია 56.46 წამში დაფარა და 46 მონაწილეს შორის 41-ე ადგილი დაიკავა.
სამწუხაროდ, ნოე ფანცხავა ამ შედეგით მომდევნო ეტაპზე ვერ კვალიფიცირდა და ოლიმპიადაზე გამოსვლა უმედლოდ დაასრულა.
ცნობისთვის, პარიზის ოლიმპიადის მეორე დღეს ასპარეზობას მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი დაიწყებს, რომელიც 1/16 ფინალში იჩხუბებს.