სანდრო ბაზაძე, მერაბ ბაზაძე
Aa
Aa

სანდრო ბაზაძის მამა: “იყიდეთ, გაყიდეთ! სუპერმარკეტი ხართ?“

სანდრო ბაზაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მსაჯის საკამათო გადაწყვეტილების შედეგად დამარცხდა. აღნიშნულ ფაქტს, ქართველი სპორტსმენის მამა მერაბ ბაზაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ეს არის ოლიმპიზმი!! სპორტსმენი ორი ოლიმპიადა არ გაახარეთ!! იყიდეთ გაყიდეთ! სუპერმარკეტი ხართ !? ეს უნდა იყოს ბოლო ოლიმპიადა ქარტია არის შესაცვლელი! ახალი ქარტიით დავიწყოთ სუფთა ფურცლით!!“

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელ ამერისთან 14:15 წაგების შემდეგ, ბაზაძე იმდენად აღშფოთებული იყო, რომ ემოციები ვერ მოთოკა, ბილიკიდან არ გავიდა და მსაჯებს მიმართავდა:

„ეს სირცხვილია! ეს ძალიან დიდი სირცხვილია! ეს ოლიმპიური თამაშებია და მსაჯმა 5 შეცდომა დაუშვა. ბილიკიდან არ გავალ, დამელაპარაკეთ! რატომ არ მელაპარაკება მსაჯი? ეს დიდი სირცხვილია!“

ცნობისთვის, სანდრო 2:8-ს აგებდა, მაგრამ ძალების მოკრება შეძლო და ყველაფერი 14:14-მდე მიიყვანა, მაგრამ ესპანელმა მსაჯმა ვანესა ჩუნჩონმა გამარჯვება ეგვიპტელს მიაკუთვნა.  შეგახსენებთ, რომ ტოკიოში გამართულ ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე ასევე მსაჯების შეცდომების გამო დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაზაძე: “ეს დიდი სირცხვილია, მსაჯმა 5 შეცდომა დაუშვა“
ბაზაძე: “ეს დიდი სირცხვილია, მსაჯმა 5 შეცდომა დაუშვა“