საქართველოს ნაკრები 2 თებერვალს აზერბაიჯანს შეხვდება
Aa
Aa

საქართველოს ნაკრები 2 თებერვალს აზერბაიჯანს შეხვდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 2018 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას, 2 თებერვალს გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და აზერბაიჯანი, უეფას ერთა ლიგის D ჯგუფის პირველ კალათაში არიან განთესილი.

აღნიშნული ტურნირის წილისყრა, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, 24 იანვარს ჩატარდება.

 

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები