"ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალური წყვილები ცნობილია!
რამდენიმე წუთის წინ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა დასრულდა.
გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
იუვენტუსი-ტოტენჰემი
ბაზელი-სიტი
პორტუ-ლივერპული
სევილია-მანჩესტერ იუნაიტედი
რეალი-პსჟ
შახტარი-რომა
ჩელსი-ბარსელონა
ბაიერნი-ბეშიქთაში
წყვილში პირველი დასახელებული გუნდები, პირველ მატჩებს, საკუთარ მოედანზე ითამაშებენ.
1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები 13-14 და 20-21 თებერვალს გაიმართება, ხოლო განმეორებითი დაპირისპირებები - 6-7 და 13-14 მარტს.