გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

Here we go | გიორგი მიქაუტაძე მონაკოში გადადის

იტალიელმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ გიორგი მიქაუტაძის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. რომანოს მიხედვით, გაირკვა გუნდის ვინაობა, რომელშიც ქართველი თავდამსხმელი კარიერას გააგრძელებს და იგი საფრანგეთში რჩება.

სატრანსფერო ექსპერტის ცნობით, მიქაუტაძე „მონაკოში“ ითამაშებს. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა და გიორგი მონაკოში შაბათს ჩავა, რის შემდეგაც ოფიციალურ დოკუმენტებს ხელი მოეწერება და განცხადებაც გავრცელდება.

მონეგასკები გიორგის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც ბონუსებით, გარკვეული თანხა დაემატება. მიქაუტაძეს „რომას“ ვარიანტიც ჰქონდა და „ჯალოროსი“ მის გადასაბირებლად აქტიურად მუშაობდა, მაგრამ ქართველმა თავდამსხმელმა „მონაკო“ აირჩია.

მიქაუტაძემ 2023/24 წლების სეზონი „მეცში“ დაიწყო, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე კი „აიაქსში“ გადავიდა. ამსტერდამულ კლუბში მან თავი ვერ გამოიჩინა, რის შემდეგაც „მეცში“ დაბრუნდა და ფრანგულმა კლუბმა მისი კონტრაქტი 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პარი სენ-ჟერმენის ოცნება კვარაცხელია იყო“ | ფაბრიციო რომანო ქართველ ფეხბურთელზე
„პარი სენ-ჟერმენის ოცნება კვარაცხელია იყო“ | ფაბრიციო რომანო ქართველ ფეხბურთელზე