ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

სპორტულმა დირექტორმა არ იცოდა, რომ გაყიდეს | ზურიკოს ბორდოში მძიმე სიტუაციაა

ზურიკო დავითაშვილი კარიერას „სენტ-ეტიენში“ გააგრძელებს. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ქართველი ფეხბურთელი „ბორდოს“ დატოვებს და „მწვანეებთან“ 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის ერთი წლით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.

RMC Sport-ის გადაცემაში, ფრანგმა ჟურნალისტმა, დანიელ რიოლომ დავითაშვილის ტრანსფერზე ისაუბრა. რიოლომ საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „ბორდოში“ იმდენად არეულია ყველაფერი, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ტრანსფერის შესახებ არაფერი იცოდა.

„ზურიკო დავითაშვილი გაყიდეს და სპორტულმა დირექტორმა, ადმარ ლოპესმა გარიგების შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა. აი, ასე კარგადაა დალაგებული ბორდოში სიტუაცია “, - აღნიშნა რიოლომ.

შეგახსენებთ, რომ ჟირონდელები დავითაშვილის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს მიიღებენ. ამ თანხის ნაწილი, 2 მილიონი ბონუსებზე იქნება გადანაწილებული. ზურიკო უკვე სენტ-ეტიენში იმყოფება და კლუბთან ხელშეკრულებას მალე გააფორმებს.

ლიგა 2-ის გასულ სეზონში, დავითაშვილმა 8 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა. სეზონის მეორე ნახევარში, იგი ჟირონდელთა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და „მწვანეების“ გარდა, მსურველები იტალიიდანაც ჰყავდა, მაგრამ საფრანგეთში დარჩენა აირჩია.

მსგავსი სიახლეები